суббота, 5 декабря 2009 г.
1.პროექტის სახელი: ოქროს კვეთა და პენტაგონი
2. პროექტის მოკლე აღწერა 1-2 წინადადებით: მოსწავლეები ეცნობიან ცნებას „ოქროს კვეთა, ეცნობიან მის ალგებრულ და გეომეტრიულ არსს.
3. პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები ეცნობიან რა ოქროს კვეთის არსს იყოფიან ჯგუფებად და თითოეული ჯგუფი დამოუკიდებლად იწყებს ინფორმაციის მოძიებას ოქროს კვეთის სესახებ როგორც ბუნებაში, ასევე ყოფა-ცხოვრებაში.იკვლევენ ძველ და თანამედროვე არქიტექტურულ ძეგლბსა და შენობებს, ახდენენ მათი გეომეტრიული ფორმების ,ასევე ისტორიულ-სტრატეგიული მნიშვნელობის დადგენას და მათი ფართობებისა და მოცულობების გამოთვლას.
4. მონაწილეთა ასაკი: 15-16 წელი.
5. ვადები/ხანგრძლივობა: დეკემბერი-მაისი.
6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: მასწავლებელი სვამს კითხვას: რა იციან მოსწავლეებმა ,,ოქროს კვეთის“შესახებ(მასწავლებელი იყენებს სლაიდშოუს).
მოსწალეები შეეცდებიან უპასუხონ სლაიდშოუზე მოცემულ შეკითხვებს:
ა) რა იცით ,,ოქროს კვეთის“ შესახებ,ისაუბრეთ მის ისტორიაზე;
ბ) განმარტეთ „ოქროს კვეთის ალგებრული და გეომეტრიული არსი;
გ) რა იცით ,,ოქროს კვეთის“ ბუნებასთან კავშირზე.
დ) რა იცით ჰარმონიული პროპორციებზე მხატვრობაში;
ე) რა იცით ოქროს კვეთის გამოყენებაზე არქიტექტურაში, დააკავშირეთ მაგალითები გეომეტრიულ ფიგურებთან, ჩამოთვალე ოქროს მრავალკუთხედები და დაახასიათეთ.
ზ) მოიყვანეთ მაგალითები თანამედროვე ყოფა- ცხოვრებიდან.რომლებშიც აისახება ოქროს კვეთის პროპორციები.(მოსწავლეები იხილავენ პენტაგონის მაგალითს)
მოსწავლეები დაიყოფა 4 ჯგუფად(5 მოსწ.),მათ დაურიგდებათ ფორმატები, მიეცემათ დავალება.
I ჯგუფს მიეცემა დავალება- მონაკვეთის გაყოფა გეომეტრიული მეთოდით, ნახაზის აგება.დანარჩენ სამ ჯგუფს მიეცემათ ინდივიდუალური დავალებები(თითოეულს) ისინი მოახდენენ ოქროს სამკუთხედის, ოქროს სწორკუთხედის ,ოქროს ხუთკუთხედის აგებას ფარგლითა და სახაზავით,მათი თვისებების დადგენას, ოქროს კვეთის პროპორციების მოძებნას და ამ ფიგურების ფართობების გამოთვლას. შესაბამის ფორმულებისა და
გაანგარიშების წარმოდგენით.მასალას მოიძევენ ინტერნეტით, ასევე საქართველოს არქიტექტურაში მოიძევენ მასალებს შესრულებულს ოქროს კვეთის პროპორციით და მოახდენენ გაანგარიშებებს მოძიებული მასალის გამოყენები ახალ მასალასთან ერთად უნდა მოამზადონ სლაიდშოუ თითოეულმა ჯგუფმაპრეზენტაციისთვის.
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: ინფორმაციის მოძიების, მონაცემთა შეგროვების, ისტ–ის გამოყენების, კომუნიკაციის თანამშრომლობისა და პრეზენტაციის უნარ–ჩვევებისგანვითარება/ამზადებს და გამოსცემს ორიგინალურ ნამუშევარს ელექტრონულ ფორმატში.შეიქმნება თვალსაჩინოებები,მომზადდება სლაიდშოუები, რომლებიც განლაგდება ბლოგზე.
8. სარგებელი სხვებისათვის: მოსწავლეები შეიცნობენ და შეისწავლინ ოქროს კვეთის, ოქროს პროპორციის ცხოვრებაში გამოყენებას.
9. სამუშაო ენა: ქართული.
10.მონაწილეები სხვა სკოლებიდან: ქ. თბილისის #51 სკოლა.
11. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთანკავშირი:
კავშირი ყველა საგანთან,
12. პროექტის ფასილიტატორი: მეგი ნებიერიძე
13. ფასილიტატორის ელ.ფოსტა: meginebieridze@gmail.com
14. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: www.meginebieridze.blogspot.com
Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)
Комментариев нет:
Отправить комментарий